გამარჯობა

მე ნინი ვარ 🌞 2017 წელს პირველად ვიფიქრე, რომ საკუთარი მყუდრო კაფე მინდოდა. მაგრამ ვიცოდი, წარმატებისთვის მხოლოდ ოცნება არ კმაროდა – უნდა გამევლო გზა, შემესწავლა პროფესია და მეპოვა ჩემი სტილი.
მაშინ ევროპული კონდიტერია ჩემთვის სრულიად ახალი სამყარო იყო – უცნობი ტერმინები, განსხვავებული მიდგომები, ახალი ტექნიკა... თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სწავლის გადასახადს წლები ვფარავდი და გაკვეთილების შემდეგ საათობით ფეხზე ვიდექი, ერთ წამსაც არ მიგრძვნია დაღლილობა.
8 წლის შემდეგ ოცნება ხელშესახებ გეგმად იქცა 🌞 11 წლიანი კორპორატიული გამოცდილების ფონზე, მონაცემებში ძრომიალი და პროცესების ოპტიმიზაცია ყოველთვის მიყვარდა. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ სამზარეულოა ის ადგილია, სადაც დროის გასვლას ვერასდროს ვგრძნობ და ჰარმონიას ვპოულობ.
Darsalas Bakery ამ გზის შედეგია. ეს არის ბალანსის, დახვეწილი გემოებისა და ემოციების შერწყმა. ისევე, როგორც ცხოვრებაში ვეძებ ოქროს შუალედს, ჩემს დესერტებშიც ეს ბალანსია მთავარი – ისინი არც ზედმეტად ტკბილია, არც გადაჭარბებულად მძიმე, მაგრამ ყოველთვის დამახასიათებელი და დასამახსოვრებელია. ეს არ არის მხოლოდ ტკბილეული – ესაა გემო, რომელიც მომხარებელთან უხილავ კავშირს აყალიბებს.